საბა ფურცელაძემ თბილისის ჩელენჯერი მოიგო

ATP Challenger Tour-ის ტურნირი თბილისში, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე ჩატარდა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში, სადაც 25 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობდა, გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი გახდა.
ფინალში საბა ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ცინა ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ამერიკულ დოლარი იყო. გამარჯვებულმა 50 სარეიტინგო ქულა მიიღო.
გამოხატე ემოცია






