რა უთხრა იანიკ სინერს ქეით მიდლტონმა? (Video)

23 წლის იანიკ სინერი პირველი იტალიელია, რომელიც უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. მას ახლა ოთხი დიდი სლემის ტიტული აქვს. ავსტრალიის ღია პირველობა ორჯერ მოიგო (20024, 2025), ხოლო აშშ-ის ღია პირველობა ერთხელ (2024).
უმბლდონის მთავარი პრიზი, თასი იანიკ სინერს პრინცესა ქეით მიდლტონმა გადასცა
მატჩის შემდეგ, სამეფო ოჯახის წევრები შეხვდნენ იანიკ სინერს. პრინცესა შარლოტა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა: მან იტალიელს სთხოვა ორი ბურთის ხელმოწერა - ერთი მისთვის და ერთი მისი პატარა ძმისთვის, ლუისთვის, რომელიც მატჩს არ ესწრებოდა.
„დიდი მადლობა, ძალიან კეთილი ხართ. მათ ბურთი უმცროსი ძმისთვისაც მოიტანეს“, - უთხრა სინერს ქეით მიდლტონმა.
პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი და მათი ორი შვილი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა, უიმბლდონის მამაკაცთა ფინალს, კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერს შორის, სამეფო ლოჟიდან უყურებდნენ.
ქეით მიდლტონი, რომელმაც წელს კიბოსთან ბრძოლა მოიგო, უიმბლდონზე ოვაციებით დახვდნენ. როდესაც ის ცენტრალურ არენაზე შევიდა, ტრიბუნაზე მყოფი 15 000 ადამიანი ფეხზე წამოდგა და უელსის პრინცესას ოვაციებით შეეგება.
გამოხატე ემოცია






