18-წლამდელები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდნენ

აგვ 17, 2025 - 03:45
 8
18-წლამდელები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდნენ

საქართველო U20 - ირლანდია U20 13:13

საქართველო U20:15. დავით არობელიძე, 14. ივა კვირიაშვილი, 13. დათა ახვლედიანი, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. ლუკა ტაბატაძე, 10. ლევან ბუცხრიკიძე , 9. გოგა უშვერიძე

1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 2. ლუკა წიკლაური, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ანდრია ბილანიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. იოსებ ღვინჯილია, 8. გიორგი არძენაძე

16. გოჩა ფიცხელაური, 17. საბა მშვილდაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. მათე ბერუაშვილი, 20. ლუკა შულაია, 21. ნიკოლოზ ხაფავა, 22. გოგა ბერიძე, 23. გიორგი მუშკუდიანი, 24. მათე მახარაძე, 25. ტატო ტალახაძე, 26. ზაზა ლეჟავა

ლ: ახვლედიანი. 2ს,გ: ბუცხრიკიძე

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში დასრულებულ სარაგბო სერიაში ბოლო მესამე მატჩი ირლანდიელ თანატოლებთან გამართა და ფრეს დასჯერდა  - 13:13.

უმცროსი ბორჯღალოსნები, თამამად უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა, ამის ქულებში ასახვა ვერაფრით მოხერხდა. ჩვენმა გუნდმა პირველი ქულები მხოლოდ მეორე ტაიმის მე-10 წუთზე მოიპოვეს. საჯარიმო მგეზავმა ლევან ბუცხრიკიძემ გაიტანა და ანგარიში 3:10 გახდა.

პირველ ტაიმში კი, ირლანდიელები ჩვენს ლელოს ორჯერ მიუახლოვდნენ და ორივეჯერ შედეგიანად. ეგ იყო, ვერცერთი გარდასახეს და შესვენებაზე ათქულიანი ჩამორჩენით წავედით - 0:10.

ბუცხრიკიძემ საჯარიმო რომ გაიტანა. მეტოქემ საჯარიმოთივე მალევე გვიპასუხა და 10-ქულიანი უპირატესობა აღადგინა - 13:3. თამაშის დასრულებას 20 წუთი აკლდა. მთელი ეს დრო უმცროსმა ბორღალოსნებმა შეტევაში გაატარეს. თუმცა, მხოლოდ თითო ლელოსა და საჯარიმოს გატანა შეძლეს.

ჩენი გუნდი ძირითადად მორკინალების მიძალებით უტევდა. ერთ-ერთი ეპიზოდში მეტოქემ ჩვენებურის შეჩერება წესების დარღვევით სცადა. ჯარიმის უპირატესობა მივიიღეთ და რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავითანეთ. იქ შუამარბმა დათა ახვლედიანმა იყოჩაღა. მეტოქეს ხელიდან დაუსხლტა, ირლანდიელთა დაცვის ზღუდე გადალახა და ლელო გაიტანა. ბუცხრიკიძემ გარდასახა - 10:13.

ჩვენი გუნდი შეტევას განაგრძობდა. თამშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კარში დასარტყამი საჯარიმო აუტში გადავიტანეთ, მაგრამ დერეფნიდან მოლით მიძალაებას შედეგი არ მოჰყოლია.

კიდევ ერთი საჯარიმო მეტოქის 10-მეტრიან ხაზთან მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოვიპოვეთ. ამჯერად, კარში დარტყმა გადაწყდა და ბუცხრიკიძემ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა - 13:13.

შეიძლებოდა ბურთი აუტში გადაგვეტანა და დერეფნიდან მატჩის მოსაგებად გვეთამაშა, მაგრამ გუნდმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

ამდენად, საქართველოს 18-წლამდელმა ნაკრებმა სამი მატჩიდან, ინგლისი დაამარცხა, ირლანდიასთან ფრედ ითამაშა და მხოლოდ მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან წააგო.

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0