გიორგი ცხოვრებაძემ გუმერსბახი დატოვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ გერმანული გუმერსბახი დატოვა და კარიერას ხორვატიის დედაქალაქის კლუბ ზაგრებში განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ზაგრები წლეულს ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ჩენებურის გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ფრანგული პსჟ, ესპანეთის ბარესლონა, დანიის გოგ, გერმანიის მაგდებურგი, პოლონეთის ვისლა პლოცკი, უნგრეთის სეგედი და მაკედონიის პელისტერი არიან.
ჯგუფი საკმაოდ ძლიერია. პირველ მატჩს ზაგრები 11 სექტემბერს მაკედონიაში გამართავს. ფინალური ოთხეული 13-14 ივნისს გერმანიაში, კიოლნში შეიკრიბება.
იქამდე კი, ხორვატიული გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფება, რომლის დროსაც რამდენიმე მატჩს გამართავს:
15 აგვისტო - სლოვენიის ლუბლიანა
23-24 აგვისტო - სტრასბურში, ევროპის თასი (ნანტი, მონპელიე, დიორი)
27 აგვისტო - ნანტი
გამოხატე ემოცია






