თოფურია vs გეიჯი დეკემბერში?

თოფურია და გეიჯი ერთმანეთს დეკემბერში, UFC 323-ზე დაუპირისპირდებიან - ბოლო დღეებში ამ სათაურს არაერთ MMA-ს სანდო გამოცემაში შეხვდებით. ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაფერია, თუმცა ფაქტია UFC-ს კულუარებში ამ ბრძოლაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ობიექტურად რომ შევხედოთ, ეს ერთადერთი ლოგიკური და სწორი ბრძოლაა მოცემულობების გათვალისწინებით. ილია თოფურიას მეტოქედ 3 გამოკვეთილი ვარიანტი განიხილებოდა.
1) პედი პიმბლეტი - პედის და ილიას დიდი ისტორია აქვთ, მარკეტინგულად ეს დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრძოლა იქნება UFC-ს ისტორიაში. ილიას და პედის საოცრად დიდი ფანების ბაზა ჰყავთ და სტილისტიკურადაც ბევრი გულშემატკივრის ინტერესს იწვევს. ილიამ პედი ოქტაგონზევე გამოიწვია, თუმცა დენას ეს არ მოეწონა და პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამას არ დაუშვებდა. ლოგიკურიცაა, პედი რეიტინგის მე-9 ნომერია და სატიტულო რბოლაში შესასვლელად მინიმუმ 1 გამარჯვება სჭირდება.
2) არმან ცარუკიანი - ცარუკიანსა და ილიას შორის თრეშთოქი აქტიურად მიმდინარეობს, ისტორიაც კარგად იკვრება - ორი კავკასიელის ჯახი, რომელიც სტილისტიკურად ძალიან მრავალმხრივები არიან. რომ არა ცარუკიანის ჩაშლილი ბრძოლა მახაჩევთან, ილიასა და არმანის ჩხუბი ახლა ყველაზე რელევანტური იქნებოდა. თუმცა UFC-ს სომეხი მებრძოლი დასჯილი ჰყავს და ტიტულს ბრძოლას პირდაპირ არ მისცემს.
3) ჯასტინ გეიჯი - უნდა ითქვას, რომ დიდად არც გეიჯი იმსახურებს სატიტულო ბრძოლას, თუმცა სხვებთან შედარებით გარემოებები ყველაზე მეტად უწყობს ხელს. ვეტერანია, გულშემატკივრების ფავორიტი და ორგანიზაციის ერთგული მებრძოლი, რომელსაც ოქტაგონზე მუდამ ფეიერვერკები შემოაქვს. თანაც გეიჯიმ აღნიშნა, რომ თუ სატიტულო ბრძოლას არ მიიღებდა, კარიერას დაასრულებდა. მისი მსგავსი დამოკიდებულება ორგანიზაცის მეტ მოტივაციას მისცემდა რათა ამერიკელი ტიტულზე გაეშვათ.
დეკემბრამდე ჯერ დიდი დროა, როგორც წესი სატიტულო ბრძოლები ასე ადრე არ აანონსდება, ვინაიდან იქამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. სავარაუდოდ სექტემბერი/ოქტომბერში ოფიციალურ განცხადებასაც ვიხილავთ.
გამოხატე ემოცია






