ალკარასის სასწაული

იმას, რაც როლან გაროსის ფინალში მოხდა სხვა ვერაფერს დაარქმევ. არც იმის აღწერაა იოლი რაც მოხდა.
მოკლედ რომ ვთქვთ, ესპანელმა (N2) კარლოს ალკარასმა ხუთ სეტში, მას შემდეგ რაც პირველი ორი დათმო, იტალიელი რეიტინგის ლიდერი იანიკ სინერი დაამარცხა - 4:6, 6:7, 6:4, 7:6, 7:6.
ალკარასმა ბოლო ორი სეტი ტაიბრეიკზე მოიგო. უმძიმესმა, ძალიან ხანგრძლივმა ბრძოლამ დაადასტურა, რომ მსოფლიოს ჩოგბურთში ამ ორის ერა ოფიციალურად დაიწყო. დღეიდან და საკმაოდ დიდ ხანს დაისმება ერთი შეკითხვა - ალკარასი თუ სინერი?
ერთი სიტყვით წლევანდელი როლან გაროსი დიდებული გამოდგა. მით უფრო, რომ ქალთა შორის პირველი ნომერი, 27 წლის ბელორუსი არინა საბალენკა 21 წლის ამერიკელ კოკო გაუფთან სამ სეტში დამარცხდა - 7:6, 2:6,4:6.
გამოხატე ემოცია






