16-წლამდე ევრობასკეტის გამარჯვებული სერბეთის ნაკრები გახდა

აგვ 17, 2025 - 03:02
 2
16-წლამდე ევრობასკეტის გამარჯვებული სერბეთის ნაკრები გახდა

თბილისში გამართული 16-წლამდე ევრობასკეტი სერბეთისა და ლიეტუვას შორის ფინალური მატჩით დასრულდა. სერბებმა მეტოქე ბრძოლაში 99:86 დაამარცხეს.

ორივე გუნდი ფინალამდე ისე მივიდა, რომ ტურნირის განმავლობაში მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო. ლიეტუველები ჯგუფში თურქეთთან დამარცხდნენ, ხოლო სერბები ესპანეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მატჩში ბოლო 3-4 წუთს ინტრიგა არ ჰქონია სრულიად შეხვედრა ძალიან საინტერესო, შედეგიანი და დაძაბული გამოვიდა.

ფავორიტის სტატუსი სერბებს ჰქონდათ, მაგრამ ლიეტუველები არაფერს თმობდნენ და პირველ ტაიმში მეტოქეს აჯობეს კიდეც 53:43.

თამაშში გადამწყვეტი მომენტი მესამე მეოთხედში დადგა. სერბებმა ბრწყინვალე პერიოდი ჩაატარეს (32 ქულა ჩააგდეს) და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, 7 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ბოლო 10 წუთში, სერბები უფრო დამაჯერებლები იყვნენ. ლიეტუველებს მეტოქე შეცდომებს არ პატიობდა.

გამარჯვებული გუნდიდან ბრწყინვალე თამაში ჰქონდათ : ოგნიენ სიმიანოვსკის (22), პეტერ ბიელიცას (25) და ნიკოლა კუსტურიცას (18). MVP

ლიეტუველების მხრიდან : გაბრიელიუს ბუივიდასი (26) და ლუკას სისკაუსკასი (22) გამოირჩნენ.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი, სლოვენიელებმა იტალიელები 79:71 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0