ბრწყინვალე დაცვა იოკოძუნასგან [ვიდეო]

აგვ 17, 2025 - 04:30
 1
ბრწყინვალე დაცვა იოკოძუნასგან [ვიდეო]

ნაგოია ბაშოს მე-11 დღეს, იოკოძუნა ონოსატო სეკივაკე კირიშიმას შეერკინა. ექს-ოძეკი კირიშიმასთვის ონოსატო უხერხულზე უხერხული მეტოქეა, 6 დაპირისპირებიდან ექვსივე წაგებული ჰქონდა. ამ შეხვედრაში, ტაჩი-აის (თავდაპირველი შეტაკება) შემდეგ, კირიშიმამ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, თითქოს ნავსი უნდა გაეტეხა, მოროზშიში (იღლიებს შორის ხელები ამოსდო) შევიდა, მაგრამ იოკოძუნამ თავი ბრწყინვალედ დაიცვა და უვატეჰინერის გამარჯვება მოიპოვა. 

ნაგოია ბაშოს, 9 მოგებით, ერთდროულად ოთხი რიკიში ლიდერობს - აონიშიკი, იჩიამამოტო, კუსანო და კოტოშოჰო. სხვა სუმოტორებთან ერთად, ონოსატო ლიდერებს 1 მოგებით ჩამორჩება. 

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0