"აწიოკებს მთელ "პლიაჟს", წელს ზემოთ წყალში ვერ შეხვალ ამათი შიშით, ფაქტი გადავეცი გენ ინსპექციას" - რა ხდება ქობულეთში? - ვრცელდება ვიდეოკადრები

აგვ 19, 2025 - 11:06
 12.1k
"აწიოკებს მთელ "პლიაჟს", წელს ზემოთ წყალში ვერ შეხვალ ამათი შიშით, ფაქტი გადავეცი გენ ინსპექციას" - რა ხდება ქობულეთში? - ვრცელდება ვიდეოკადრები

"ეს ამბავი ხდება ქობულეთში, 5 კატერი და 5 სკუტერი აწიოკებს მთელ პლიაჟს.

წელს ზემოთ წყალში ვერ შეხვალ ამათი შიშით, იმიტომ რომ ძალიან ახლოს მთელი სიჩქარით დაქრიან.

დავრეკე 112-ში, რომელმაც გამოუშვა სანაპირო დაცვის ნავი,

რომლის აზრითაც თუ ძრავიან ტრანსპორტზე, ტივტივიდან 5 სანტიმეტრში არც მართვის არც ხმაურის არც სიჩქარის წესები არ ვრცელდება და რეაგირებას ვერ მოახდენენ.

ფაქტი გადავეცი გენ ინსპექციას. ველოდები რეაგირებას." - წერს მოქალაქე ანონიმურად "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" და ვიდეოს ავრცელებს.

გამოხატე ემოცია

Like Like 2
Dislike Dislike 2
Love Love 1
Funny Funny 0
Angry Angry 3
Sad Sad 2
Wow Wow 0