ოთარ კაკაბაძის მორიგი საგოლე ქმედება - კრაკოვიამ ლოძი დაამარცხა (ვიდეო)

აგვ 17, 2025 - 02:52
 2
ოთარ კაკაბაძის მორიგი საგოლე ქმედება - კრაკოვიამ ლოძი დაამარცხა (ვიდეო)

პოლონეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში, ოთარ კაკაბაძის კრაკოვია ვიძევ ლოძს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-17 წუთზე ფილიპ სტოიკოვიჩმა გახსნა, მაგრამ ვიდეო რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 69-ე წუთზე კი, ოთარ კაკაბაძის პასის შემდეგ გამარჯვების გოლი მარტინ მიჩნევმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების მცველი 8.0 შეფასებით, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში უკვე 3 საგოლე ქმედება მიითვალა აქტივში. 5 ტურის შემდეგ, ოთარს 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. კრაკოვია კი, 10 ქულით ექსტრაკლასის თანალიდერია.

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0