ევრობასკეტი ახლოვდება - რა ხდება მეტოქეთა ბანაკში?

ევრობასკეტი სტარტს 11 დღეში, 27 აგვისტოს აიღებს და მას 4 ქვეყანა: კვიპროსი, პოლონეთი, ფინეთი და ლატვია უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს კვიპროსში ჩაატარებს და ესპანეთის, ბოსნია&ჰერცოგოვინის, კვიპროსის, საბერძნეთისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 28 აგვისტოს, 14:00 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე 4 მატჩი (ისრაელი მეტი, ესტონეთი მიმოხილვა, ლიეტუვა ვრცლად და პოლონეთი სრულად) გამართა და სამწუხაროდ ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა. ჩვენი ნაკრები კონტინეტის პირველობამდე კიდევ ორ მატჩს ( ჩეხეთთან ) გამართავს.
რა თქმა უნდა, მოსამზადებელ ეტაპს გადიან ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქეებიც. მოდი მივყვეთ სიძლიერის მიხედვით...
ესპანეთის ნაკრებმა უკვე 3 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც ორში მარცხი განიცადა. ესპანელები პორტუგალიასთან 74:76, ხოლო საფრანგეთთან 67:75 დამარცხდნენ. ჩეხები კი, 87:73 დაამარცხეს. სერჯო სკარიოლოს გაწვრთნილი გუნდი, ევრობასკეტამდე კიდევ სამ მატჩს : საფრანგეთის და გერმანიის 2X წინააღმდეგ გამართავს. ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს პრობლემები აქვს. გუნდში ტრავმების ეპიდემიაა. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებენ, თუ არა : სანტი ალმადა, დარიო ბრიზუელა და ალბერტო დიაზი კონტინენტის პირველობაზე.
საბერძნეთის ნაკრებმა 4 სპარინგ მატჩი გამართა, საიდანც ორი (ბელგია და მონტენეგრო) მოიგო. ორში (ისრაელი და სერბეთი) კი დამარცხდა. ბერძნებს განრიგში კიდევ 3 ამხანაგური შეხვედრა აქვთ (ლატვია, იტალია და საფრანგეთი) ჩანიშნული. საბერძნეთს აქამდე ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა, რომლის მოგვარების გზებიც თითქოს გამოჩნდა. გუნდის აშკარა ლიდერი, იანის ანტეტეკუნმპო ამხანაგურ შეხვედრებში თამაშს ვერ ახერხებდა და იყო საუბარი, რომ ევრობასკეტს გამოტოვებდა. მედიაში გავრცელებული ხმები, რომ იანის მილოუკი ბაქსი უკრძალავდა თამაშს ტყუილია. სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდებს არ აქვთ უფლება მოთამაშის სანაკრებო კარიერაში ჩაერიონ. უბრალოდ ანტეტეკუნმპოს აქვს პირადი დაზღვევა, რომლის გარეშეც პარკეტზე გასვლა ეკრძალება. NBA-ში სეზონის დროს დაზღვევის საფასურს მილოუკი იხდის, ხოლო ზაფხულში ამ ვალდებულებას იხსნის. როგორც ცნობილია იანისი საბერძნეთს ევრობასკეტამდე შეუერთდება და ამხანაგურ მატჩშიც ითამაშებს.
იტალიის ნაკრებმა 4 ამხანაგური მატჩი (ისლანდია, სენეგალი, ლატვია და არგენტინა) გამართა და ყველა მოიგო. ევრობასკეტამდე ისინი კიდევ 2 თამაშს (საბერძნეთი და ლატვია) ითამაშებენ. რამდენიმე დღის წინ, იტალიელებისთვის უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. დონტე დივინჩენცო ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გუნდს გამოაკლდა.
ბოსნიელებმა მოსამზადებლად მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარეს. ისინი სერბეთსა და მონტენეგროს დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ დამარცხდნენ. კონტინენტის პირველობამდე კი, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას ეთამაშებიან. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მოსამზადებელ ეტაპს გამოაკლდა ბოსნიელთა ლიდერი, ჯანან მუსა, ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს, თუ არა მუსა ევრობასკეტზე.
C-ჯგუფის ყველაზე სუსტმა გუნდმა, კვიპროსმა ორი თამაში (ისრაელი და სერბეთი) ითამაშა და ორივეში განადგურდა. კვიპროსი საშინაო ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე დახურულ სპარინგ მატჩს კიდევ გამართავს.
გამოხატე ემოცია






