15 აგვისტოს ზუგდიდი MAX FIGHT 12-ს უმასპინძლებს

15 აგვისტოს, ზუგდიდში, MAX FIGHT-ის რიგით მეთორმეტე საბრძოლო საღამო გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ზუგდიდი აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს. გასულ წელს, აგვისტოში, სწორედ აქ შედგა MAX FIGHT 8.
გულშემატკივარი იხილავს როგორც MMA-ს, ასევე კიკბოქსინგის ბრძოლებს. ჯამში ქარდზზე 6 MMA-ს ბრძოლა და 3 კიკბოქსინგის დაპირისპირება იქნება. კიკბოქსინგში ჩატარდება 3000 ლარიანი გრანპრი, რომელშიც 4 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საღამოს მთავარი ორთაბრძოლა 57კგ-ს საჩემპიონო ქამარზე გაიმართება. მანუჩარ კვაშილავა ოქტაგონს აზერბაიჯანელი მეტოქის, ელმირ ჯაფაროვის წინააღმდეგ გაიყოფს.
გამოხატე ემოცია






