კიტე? საოცარი ფეხბურთელი და საოცარი ადამიანია (+video)

ოთარ კიტეიშვილმა რომ რიდი-შტურმის მატჩში (1:3) ორი გოლი გაიტანა, უკვე გვეწერა. აქ ვიდეოს დავდებთ, სადაც გოლებსაც ნახავთ.
პლუს, შტურმის მწვრთნელ იურგენ ზაუმელის კომენტარი: "საოცარი ფეხბურთელი და ადამიანია. ყველაზე მეტად მასში მომწონს ადამიანური ნატურა. ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ თუ საუბრობს, მუდამ აზრიანად. ხალხი ხედავს, რამდენი შეუძლია კიტეიშვილს მინდორზე, მაგრამ მისი პიროვნული თვისებები არაფრით არაა ნაკლები".
აი, შტურმის გერმანელი მცველის, ტიმ ერმანის კომენტარიც. ერმანი ლევერკუზენიდანაა განათხოვრებული და სხვათა შორის, წინა ევროპაზე გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.
"კიტეიშვილი წარმოუდგენელია. გუნდისთვის უდიდესი ძალაა და ინდივიდუალურადაც ბრწყინვალეა".
კიტეიშვილის შტურმს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესასვლელი ფლეი-ოფი ელის ნორვეგიულ ბოდო-გლიმტთან. შტურმი შარშან იყო ჩემპიონთა ლიგაში, მეტოქე კი ნამდვილად არაა იოლად გასავლელი: ბოდო-გლიმტი ევროპა ლიგის ნახევარფინალში იყო...
გამოხატე ემოცია






