ვინ უფრო დიდია - რასელი თუ თაუნსენდი

აგვ 17, 2025 - 03:50
 0
ვინ უფრო დიდია - რასელი თუ თაუნსენდი

შოტლანდიელი ფინ რასელი თანამედროვე რაგბიში მსოფლიოს საუკეთესო მგეზავია. ახლახან, ბრიტანელი ლომების ტურნეშიც ავსტრალიაში ის ძირითადი 10-იანი იყო. არადა, რასელი შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა, ორჯერ გააძევა ეროვნული გუნდიდან.

აი, როგორ იხსენებს ამ ამბებს თვითონ ფინ რასელი:

“2020 წელი იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა დასრულდა. (ფინ რასელი ნაკრებიდან ლოთობისა და ვარჯიშების გაცდენის გამო მოკვეთეს ნაკრებიდან). მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გრეგორ თაუნსენდთან ურთიერთობა ვერ დავალაგე. ვერაფრის ახსნა შევძელი. ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა. ვფიქრობ, ორივეს ზედმეტი მოგვივიდა.

ორი წლის შემდეგ ისევ გვქონდა პატარა უთანხმოება. თუმცა, ექვს თვეში ყველაფერი დალაგდა და ამჯერად პრობლემები აღარ გვაქვს. ახლა, ყველაფერი რიგზეა და წარსულ ამბებს აღარც ვიხსენებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის ამჟამინდელი ურთიერთობა აჩვენებს, რომ ყველა გაუგებრობას თავი წარმატებით გავართვით. წინააღმდეგ შეემთვევაში კაპიტნად ხომ არ ამირჩევდა?”- დასძინა სარაგბო პორტალ Ruck-თან საუბრიოსას ფინ რასელმა.

ეს ის მომენტია, როცა მწვრთნელის პედაგოგიური ნიჭი კარგად ვლინდება და გამორჩეულ მორაგბეს, რომელიც პიროვნულადაც გამორჩეული და თავისებურია, სწორ კალაპოტში აქცევს. რომ არა თაუნსენდი, სხვას რასელი შეიძლება სამუდამოდ დაეღუპა. ამის მაგალითი არაერთი არსებობს. ყველაზე ცნობილი კი, ინგლისელი მგეზავის დენი სიპრიანის ამბავია. მას ვილკინსონის შემცვლელად მოიაზრებდნენ, მაგრამ …

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0