UFC-ს ღონისძიებას თეთრი სახლი უმასპინძლებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა, დღევანდელ გამოსვლაში საინტერესო იდეა გააჟღერა. ქვეყნის დაამოუკიდებლობის 250-ე წლის თავზე, მას სურს, რომ 2026 წელს, თეთრმა სახლმა UFC-ს ღონისძიებას უმასპინძლოს. მეტიც, ეს არ იქნება უბრალო ღონისძიება ან რიგითი Fight Night, ტრამპის სურვილია სრულფასოვანი PPV ივენთისა და საჩემპიონო ორთაბრძოლის მასპინძლობა, ათასობით გულშემატკივრის დასწრებით:
"ამერიკა 250-ის ფარგლებში მინდა თეთრმა სახლმა UFC-ს უმასპინძლოს. ჩვენ იქ დიდი ტერიტორია გვაქვს, სადაც ავაშენებთ დიდ არენას. ამას დენა კარგად გაართმევს თავს. გაიმართება UFC-ს ბრძოლები, საჩემპიონო ბრძოლა და სრული ღონისძიება, 20-25 ათასი მაყურებლით"
დონალდ ტრამპი საბრძოლო ხელოვნებების დიდი გულშემატკივარი და დენა უაითის მეგობარია. პრეზიდენტი არაერთ საბრძოლო საღამოს პირადად დასწრებია. ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი მერაბ დვალიშვილის ორთაბრძოლას დაესწრო და ქართველ ჩემპიონს გამარჯვება პირადად მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემხვევა არ იქნება, როცა ტრამპი UFC-ს ივენთს უმასპინძლებს. 2001 წელს, UFC-ს ივენთი ატლანტიკ სითიში მდებარე ტაჯ-მაჰალმა უმასპინძლა, რომელიც სწორედ დონალდ ტრამპის კაზინო გახლდათ.
გამოხატე ემოცია






