მსოფლიოს ერთა ლიგა იტალიამ მოიგო

აგვ 17, 2025 - 04:29
 0
მსოფლიოს ერთა ლიგა იტალიამ მოიგო

პოლონეთის ქალაქ ლოძში ფრენბურთელ ქალთა შორის მსოფლიოს ერთა ლიგის ფინალური ეტაპი გაიმართა.

ტურნირი იტალიის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა - 3:1 (22:25, 25:18, 25:22, 25:22). იტალიელებმა იქამდე, მეოთხედფინალში აშშ-ს, ხოლო ნახევარფინალში პოლონეთის ნაკრებს ერთნაირი მშრალი ანგარიშით მოუგო.

მესამე ადგილი მასპინძლებმა, პოლონელმა ფრენბურთელებმა დაიკავეს, რომლებმაც საკმაოდ ძლიერი იაპონიის ნაკრების დამარცხება შეძლეს - 3:1 (25:15, 26:24, 25:16, 25:23).

ერთა ლიგის საუკეთესო ფრენბურთელად იტალიის ნაკრების ლიბერო მონიკა დი ჯენარო დაასახელეს.

სიმბოლური ნაკრები: მონიკა დი ჯენარო (იტალია), ალესია ორო (იტალია), პაოლა ეგონუ (იტალია), მირიამ სილა (იტალია), გაბი (ბრაზილია), ჯულია კუდიესი (ბრაზილია), აგნეშკა კორნელუკი (პოლონეთი)

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0