იანიკ სინერი: მარცხს არასდროს უნდა შეეგუო

უიმბლდონი ვაჟების შორის იტალიელმა იანიკ სინერმა მოიგო. მან ფინალში აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში დაამარცხა - 3:1 (4:6, 6:4, 6:4, 6:4).
სინერმა გრანდ სლემის მეოთხე ტურნირო მოიგო. უიმბლდონის თასი კი, კარიერაში პირველად შემართა.
„მინდა კარლოს ალკარასით დავიწყო. ეს იყო საოცარი ტურნირი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მადლობა იმისთვის, რომ ისეთი მოთამაშე ხარ, როგორიც ხარ. შენს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.
ჩვენ საოცარი ურთიერთობა გვაქვს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც.
ეს ყველაფერი ძალიან განსაკუთრებულია, რადგან აქ ჩემი მშობლების, ჩემი ძმის, მთელი ჩემი გუნდის ნახვა საოცარია.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძმას, რადგან ამ შაბათ-კვირას ფორმულა 1-ის რბოლა არ არის და ამიტომაც არის ის აქ.
მარცხს არასდროს უნდა შეეგუო. უბრალოდ უნდა განაგრძო მუშაობა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს თასი მოვიგე“. - თქვა პრეზენტაციისას იანიკ სინერმა.
გამოხატე ემოცია






