საით? კოსმოსისკენ?..

აგვ 17, 2025 - 04:26
 2
საით? კოსმოსისკენ?..

ეს არმან დიუპლანტისია. შვედმა ჭოკით მხტომელმა მეცამეტედ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მე-13...

ამჯერად 6,29 მეტრის სიმაღლეზე. ეს უნგრეთში, კონტინენტურ ტურზე. ასე წლიდან წლამდე, ახლა უკვე თვიდან თვემდე აუმჯობესებს თავისივე რეკორდს. მარტო წლეულს სამჯერ დაამყარა რეკორდი.

დიუპლანტისამდე, რეკორდი ეკუთვნოდა ლეგენდარულ უკრაინელ სერგეი ბუბკას - 6,14 მეტრი. დიუპლანტისმა მისი რეკორდი ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მოხსნა, მას მერე კი აუმჯობესებს და აუმჯობესებს შედეგს. უმატებს სანტიმეტრებს...

შვედი ჯერ 25 წლისაა. ორ-ორჯერ მოიგო ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი. 

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0