ავსტრალიური შოკი ელის პარკზე (Video)

აგვ 17, 2025 - 03:44
 0
ავსტრალიური შოკი ელის პარკზე (Video)

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ოთხი ერის წლევანდელი გათამაშების პირველ ტურში მოულოდნელად ავსტრალიის ნაკრებთან შინ 22:38 წააგო.

ყველა, განუჩევლად ასაკისა, სქესისა და რაგბიში გაცნობიერებისა ელოდა, რომ ბოკე ვოლაბებისგან არაფერსც დატოვებდა. ყველაფერი თითქოს აქეთკენ მიდიოდა. მე-20 წუთისთვის სამხრეთაფრიკელები უკვე 22:0 იგებდნენ. წარმოუდგენელია, მაგრამ მატჩის ბოლომდე მათ მონაგარი ვერაფრით გაზარდეს.

ავსტრალიელებმა ერთი ლელო 31-ე წუთზე გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:22 დათმეს. რომ ვთქვათ, რომ შესვენების შემდეგ რამე შეიცვალა და ავსტრალიელები მოედანზე დაფრინავდნენო არ იქნება სწორი. ბოკე გამუდმებით უტევდა, მაგრამ ვოლაბებს როგორც ჩანს დაცვაში თამაშზე, დროულად გადაწყობაზე, ერთმანეთის დაზღვევაზე ძალიან ბევრი უმუშავიათ და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრას ვერ ახერხებდა.

ავსტრალია დაცვაში იდგა და კონტრშტევებზე, 50, 60 და 70-მეტრიანი გარღვევებით ანგარიშს ნელ-ნელა ამცირებდა და 65-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდა კიდეც - 26:22. სამხრეთ აფრიკის დაცვას კი, რა სჭირდა კაცმა არ იცის. შეტევაში ბურთს რომ კარგავდნენ, ავსტრალიელები მაქსიმუმ ორ პასში უკვე მათი ლელოსკენ გარბოდნენ თავქიდმოგლეჯილები.

ერთი სიტყვით, რასი ერასმუსმა მატჩის მსვლელობისას გუნდის თამაშის გადაწყობა ვერაფრით შეძლო და ავსტრალია სენსაციურად გაიარჯვა - 38:22.

ავსტრალიას ელის პარკზე ბოლოს 1963 წელს ჰქონდა მოგებული. ზოგადად სამხრეთ აფრიკას კი, პირველად 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოუგო.

სამ.აფრიკა-ავსტრალია 22:28
სამ.აფრიკა:  3ლ: არენდსე, ესტერჰოიზენი, კოლისი. 2გ,ს - ლიბოკი
ავსტრალია: 6ლ: ვილსონი (2), პიტჩი, სუაალიი, იორგენსენი, ვრაითი.

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0