„დედისერთა იყო...“ - უმძიმესი ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია

აგვ 20, 2025 - 23:03
 3.4k
„დედისერთა იყო...“ - უმძიმესი ავარიისას ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა 24 წლის ლაშა ქირიაა.

„ეს როგორ მოხდა დაუჯერებელია... სიცოცხლით სავსე ლაშიკო, ზრდილი, კეთილი. რატომ ასეთი განსაცდელი მის ოჯახს... ლაშა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო",- გვიყვება წყარო.

შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. 

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 11
Wow Wow 0