განსხვავება პირველ და ბოლო ხელის ჩამორთმევას შორის, სიმაღლის კომპლექსი, დომინირება პრესკონფერენციის დროს... - რა დაინახეს სხეულის ექსპერტებმა ტრამპი-პუტინის ქცევებში

პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი პარასკევს, 2018 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერების გამოსამშვიდობებელი ხელის ჩამორთმევა ნაკლებად მეგობრული იყო. ამით ორივემ გამოავლინა, რომ ჯერ არ მიუღწევიათ შეთანხმება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.
სხეულის ენის ექსპერტმა ჯუდი ჯეიმსმა "დეილი მეილთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინს "საუკეთესო დარტყმა" მიაყენა. ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებმა კი აღნიშნეს, რომ ტრამპმა პუტინს უკვე გადასცა"გამარჯვება", როდესაც ათწლეულის შემდეგ პუტინი პირველად მიიწვია აშშ-ში და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებებიდან გამორიცხვას დათანხმდა.
პუტინი პირველი იყო, ვინც ხელი გაუწოდა, რითაც გამოხატა "თავისი ენთუზიაზმი, აღფრთოვანება“ .
ერთ ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას ხელზე მოეფერა. ამან პუტინს საშუალება მისცა, ხელი ზემოდან დაედო, რითაც თითქოს თავისი დომინირება დაადასტურა - "სწორედ ამას ვხედავთ მაღალი დომინირების მქონე პირებთან, განსაკუთრებით პოლიტიკოსებთან, ისინი ყოველთვის ბოლო შეხებას ცდილობენ".
პრესკონფერენციის დროს პუტინის დომინირება მის პოზაშიც აისახა - ტერმინი „მენსპრეიდინგი“ პირველად სოციალურ მედიაში 2013 წელს გაჩნდა და გამოიყენებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფი მამაკაცების აღსაწერად, რომლებიც ფეხების ფართოდ გაშლით მიმდებარე სავარძლებს იკავებენ.
"დომინანტი მამაკაცები, როგორც წესი, ბარძაყებს ფართოდ შლიან", - ამბობს დოქტორი კოლეტი.
"სიმაღლეში არსებული სხვაობის მიუხედავად, პუტინი გამართულად ზის და ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურება, მაშინ როცა ტრამპი თითქოს დაძაბულია.“
"ტრამპის პირქუშმა გამომეტყველებამ დამშვიდობებას მოულოდნელად უფრო მკაცრი და ნაკლებად ოპტიმისტური გამომეტყველება მისცა", - აღნიშნავენ ექსპერტები.
თეთრი სახლის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონით არაერთხელ ესაუბრნენ ერთმანეთს, ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში ერთმანეთი პირადად პირველად ნახეს. ბოლოს ისინი 2019 წლის 28 ივნისს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდნენ.
- ტრამპი, რომელიც ცნობილი მიკრობოფობია, თავის კოლეგასთან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს, წითელ ხალიჩაზე ერთად სეირნობისას არაერთხელ შეეხო პუტინს.
შეხვედრის წინ B-2 გამანადგურებლების ეპიკურმა გადაფრენამ, როგორც ჩანს, პუტინი გააოგნა. ეს ჟესტი გაფრთხილება იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამერიკულ მიწაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. პუტინი ბოლოს აშშ-ში 2015 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა, სადაც მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა.
გამოხატე ემოცია






