დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - როდემდე გაგრძელდება წვიმა, სეტყვა და ნისლი

Sep 3, 2025 - 14:16
 1.2k
დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება  სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ  - როდემდე გაგრძელდება წვიმა, სეტყვა და ნისლი

გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი.

„3 და 4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, შტორმი - სინოპტიკოსების გაფრთხილება

გამოხატე ემოცია

Like Like 1
Dislike Dislike 1
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 1
Wow Wow 0