12 წლისაა... (მედალი მსოფლიოზე)

ეს გოგონა გახლავთ ჩინელი იუი ცზიდი. ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
იუი ცზიდი 12 წლისაა... ეს ესტაფეტაში. 4X200 თავისუფალ სტილში.
და იუი ცზიდი მანამდე ინდივიდუალურში ორჯერ გავიდა მეოთხე ადგილზე, ორივეჯერ სულ მცირე დააკლდა ბრინჯაომდე. ბატერფლაიში 0,06 და მერე 200-მეტრიანზე კომპლექსურში 0,09 წამი.
საოცარი შედეგია. ჯერ მხოლოდ 12 წლის... ამ ამბავმა ცურვის სამყაროს გაახსენა 1936 წელი, როცა 12 წლის დანიელმა გოგონამ ინგა სორენსენმა მოიპოვა ბრინჯაო.
გამოხატე ემოცია






