ვინ არის ის 4 ადამიანი ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს რომ დაიღუპნენ, დაშავენულია კიდევ 3 ადამიანი (ვიდეო)

აგვ 20, 2025 - 20:49
 5.1k
ვინ არის ის 4 ადამიანი ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს რომ დაიღუპნენ, დაშავენულია კიდევ 3 ადამიანი (ვიდეო)

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც, ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მანქანაში მყოფი სამი დაშავებული კი ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, შეჯახების შემდეგ ორივე მანქანა დაიწვა. 

„ტრაგედია მოხდა... ერთ მანქანაში მყოფი 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა... მეორე მანქანაში მყოფი 3 ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს“, - წერენ სოციალურ ქსელში.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტოს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

გამოხატე ემოცია

Like Like 2
Dislike Dislike 0
Love Love 1
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 7
Wow Wow 0