ჰამბურგი და ჰაიდენჰაიმი გერმანიის თასის 1/16 ფინალში გავიდნენ

დღეს, გერმანიის თასის 1/32-ფინალური ეტაპი გაიმართა. ჰამბურგის რიგებში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც მოედანზე 45 წუთი დაჰყო. მისმა გუნდმა კი, პირმანენსი ექსტრა ტაიმებში 2:1 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
ასევე გერმანიის თასის 1/16 ფინალში ითამაშებს ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი. მათ ქვედა ლიგელი მეტოქე, ბალინგერი 5:0 გაანადგურეს და ზედმეტი პრობლემების გარეშე გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
სამწუხაროდ, ნაადრევად გამოეთიშა ტურნირს ლუკა ლოჩოშვილის ნიურნბერგი, რომელიც ილერტისენთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ნიურნბერგი შეხვედრას 0:2 აგებდა, თუმცა მეორე ტაიმში 3 გოლი გაიტანა და შემდეგ ეტაპთანაც ახლოს იყოს. ქვედა ლიგელმა გუნდმა ბოლო წუთზე გათანაბრება და თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეძლო. პენალტების სერიაში კი, გამარჯვება და 1/16 ფინალის საგზურიც მოიპოვა. ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 120 წუთი ითამაშა. პენალტების სერიაში კი, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
გამოხატე ემოცია






