ოთარ კიტეიშვილის დუბლი და შტურმის მეორე გამარჯვება ბუნდესლიგაში

აგვ 17, 2025 - 02:53
 3
ოთარ კიტეიშვილის დუბლი და შტურმის მეორე გამარჯვება ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი რიდს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-13 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. წონასწორობა კი, მე-16 წუთზე კიტეიშვილმა აღადგინა. ვილიამ ბოვინგის პასის შემდეგ, ოთარმა მარცხენა ფეხით მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა და გაიტანა. გრაცელები 31-ე წუთზე მაქს ჯონსტონმა დააწინაურა. 44-ე წუთზე კი, კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ტომი ჰორვატის პასის შემდეგ, ოთარმა მცველს დუელი მოუგო - მეკარესთან პირისპირ დარჩა და ამჯერადაც მარცხენა ფეხით შეაგდო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 9.4 შეფასებით, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

კიტეიშვილი ახალ სეზონს ბრწყინვალედ იწყებს. ოთარმა ბოლო 4 მატჩში უკვე 5 გოლი გაიტანა.

გამოხატე ემოცია

Like Like 0
Dislike Dislike 0
Love Love 0
Funny Funny 0
Angry Angry 0
Sad Sad 0
Wow Wow 0