თბილისში მიმდინარე 16-წლამდე ევრობასკეტზე ფინალისტები ცნობილია

დღეს, თბილისში მიმდინარე 16-წლამდე ევრობასკეტის A-დივიზიონში ბოლოსწინა სათამაშო დღე იყო.
ტიტულისთვის ბრძოლას ორი გუნდი : ლიეტუვა და სერბეთი განაგრძობს.
ლიეტუველებმა ნახევარფინალში იტალიელებს 10 ქულით, 91:81 აჯობეს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუველები უპირატესობას თავიდანვე ფლობდნენ იტალიელები ბოლომდე ბრძოლობდნენ და მეტოქეს პრობლემებს უქმნიდნენ. საბოლოო ჯამში, იტალიელებს ჩაგდებული პირველი მეოთხედი ძვირად დაუჯდათ და ისინი ხვალ მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ.
მეორე ნახევარფინალურ მატჩს ინტრიგა არ ჰქონია. სერბეთმა სლოვენია 32 ქულით, 90:58 გაანადგურა. თამაშის სტარტიდანვე ჩანდა, რომ სერბები აშკარა ფავორიტები იყვნენ.
ასე და ამგვარად, ხვალ 21:00 საათზე თბილისი არენაზე ჩემპიონობისთვის სერბეთი და ლიეტუვა იბრძოლებენ.
გამოხატე ემოცია






